ახალი ამბები
კირბალში მცხოვრები 29-წლის ზვიად თაყაძის ამბავი
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში მცხოვრები 29 წლის ზვიად თაყაძე უკვე რამდენიმე წელია მარტო ცხოვრობს. დედა რამდენიმე წლის წინ მშობლებმა წაიყვანეს და სხვა სოფელში ცხოვრობს, ხოლო მამა ნათესავის ოჯახშია. როგორც ზურაბი ამბობს, მამას ნათესავები ფერმაში ამუშავებენ და მის პენსიასაც ისინი იღებენ. არც დედა და არც მამა მასთან არ მიდიან.

მარტოობა ზურაბ თაყაძის ერთადერთი პრობლემა არ არის. მის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ წერა-კითხვის არ ცოდნის გამო, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, რადგან გორის სოციალურ სამსახურში განცხადებას ვერ წერს. მისი თქმით, სოციალურმა სამსახურმა პრობლემის შესახებ იცის, თუმცა, მეურვის გარეშე დახმარებაზე უარს ამბობენ. სკოლაში არასდროს უვლია და ამის გამო არ იცის წერა-კითხვა.

არც მის მშობლებს ქონიათ სურვილი მის განათლებაზე ეზრუნათ. კეთილი მეზობლების დახმარებით ახერხებს ყოველდღიურად საკუთარი თავის გამოკვებას. კორონავირუსის დროსაც კი არ გახსენებია არავის და შეჭირვებული ადამიანებისთვის გამოყოფილი საკვები პროდუქტიც კი არ მიუტანიათ მისთვის. სახლში სინათლე მეზობლისგან აქვს გადაყვანილი, არც გაზი აქვს. ზოგჟერ ჯართს აგროვებს და თავს ასე ირჩენს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რომ ყოველდღე თავი გაიტანოს. მეზობლები ეხმარებიან საკვებით. ზურას სურვილია სახლში რემონტი გააკეთოს და სოციალური დახმარება დაუნიშნონ.

"მარტო ვცხოვრობ. არც დედა და არც მამა აქ არ ცხოვრობენ. ხანდახან ჯართს ვაბარებ და ასე გავდივარ იოლად. მეზობლები მეხმარებია, ისინი მაჭმევენ ყოველდღე საჭმელს. სოციალურ დახმარებას არ ვიღებ, რადგამ წერა-კითხვა არ ვიცი და განცხადებას ვერ ვწერ. სკოლაში არასდროს არ მივლია, არც ჩემებს დაუძალებიათ განათლება მიმეღო"",- გვიყვება ზვიად თაყაძე.

ადამიანი რომელიც ზვიად თაყაძეს საკვებით ეხმარება ამბობს, რომ სოციალურმა სამსახურმა მათ მოსთხოვა ზვიადის მეურვეობა, თუმცა ცოცხალი მშობლების ხელში ამ საკითხის სამართლებრივად მოგვარება ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული.

"სოფელში ყველამ იცის როგორ პირობებში ცხოვრობს ზურა. მას არ პატრონი ყავს და არც შემოასავალი აქვს არსაიდან. სოციალური დახმარება რომ ქონდეს, მისი მდგომარეობა ოდნავ მაინც შემსუბუქდებოდა. ისეთი მორიდებული ბიჭია, ერთი კვირა რომ მშიერი იყოს, საჭმელს არ სთხოვს არავის. როგორც შეგვიძლია ვეხმარებით. ძალიან გვინდა სოციალური დახმარება დაუნიშნონ", - ამბობს ზვიადის მეზობელი.

სოფლის რწმუნებულის თქმით, ამ ბიჭის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვს და საკითხს გაარკვევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები