სემინარის მიზანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა.
სემინარი ორგანიზებულია „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის - „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
-საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის - პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა);
-ქვეყნისმართვისპროცესშიამომრჩევლისმონაწილეობისგზები (უშუალო დემოკრატია - -არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი);
-როგორ ხდება არჩევითიორგანოებისფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში);
-მოქალაქეებს და არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე).
სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდებათ საინფორმაციო მასალები და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ყველა მსურველს ველოდებით გორში, 3 სექტემბერს 12 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შემდეგ მისამართზე: სტალინის ქუჩა#7
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, ნატო გუბელაძეს, 577 247711 ან 599 107794
სტატიის გამოყენების პირობები