ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი კასპში გიგი ხოჯევანიშვილის შტაბს უხელმძღვანელებს
საქართველოს პარლამენტის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რაიონულ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად დეპუტატმა გამოაქვეყნა.

ის კასპელებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი (გიგი) ხოჯევანიშვილს, რომელიც გორი-კასპის საარჩევნო ოლქში წარადგინეს:

,,გიგი ხოჯევანიშვილი არის ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და გამორჩეულად კარგი პიროვნება. ის დღესაც კასპის დიდი გულშემატკივარია. მე რა თქმა უნდა აქტიურად ვიქნები ჩართული საარჩევნო პროცესში და მაქვს პატივი, რომ ვუხელმძღვანელო კასპის საარჩევნო შტაბს. ჩვენი რაიონის საკეთილდღეოდ წინ დიდი გამარჯვებები გველის", - აცხადებს მეზურნიშვილი.

გორი-კასპის საარჩევნო ოლქის კანდიდატად სწორედ ირაკლი მეზურნიშვილი იყო მოაზრებული, თუმცა ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გიორგი (გიგი) ხოჯევანიშვილი, მოქმედი გუბერნატორი დაასახელა.

მეზურნიშვილი პარლამენტის წევრად 2016 წელს აირჩიეს. პირველ ტურში მას კასპის ამომრჩევლის 45%-მა დაუჭირა მხარი. ოთხ უბანზე - აღაიანში, მიქელწყაროში, უფლისციხესა და სააკაძის ქუჩაზე დამარცხდა.

ირაკლი მეზურნიშვილი 45,66% (9 677 ამომრჩეველი)
ნუგზარ ნონიაშვილი 22,9 % ( 4 854 ამომრჩეველი)
გიორგი ქვრივიშვილი 13,66% (2 896 ამომრჩეველი)
ვაჟა ოთარაშვილი 8,71% (1 846 ამომრჩეველი)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები