ახალი ამბები
,,ენმ" ქარელი-ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატად სავარაუდოდ ნატო ჩხეიძეს დაასახელებს
Qartli.ge-ს ინფორმაციით ქარელი-ხაშურის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ენმ-დან ნატო ჩხეიძე იქნება. დღეს მან, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები გამართა.

ოფიციალური წარდგინება ჯერ არ ყოფილა, თუმცა Qartli.ge წერდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ამ ოლქში სწორედ ქალი იქნება. 

შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში, პარლამენტის მოქმედი წევრი მოსახლეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ესაუბრა. გაერთიანებული ოპოზიცია, ,,ქარტრული ოცნების" კანდიდატს ბიზნესმენ ზაზა დუგლაძეს, ბიზნესმენ ოქუაშვილის მეუღლეს დაუპირისპირებს.



ნატო ჩხეიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის" სიით მოხვდა. მან პატრიოთა ალიანსი 2018 წელს დატოვა.



"განსაცდელშია ტელეკომპანია "იბერია," განსაცდელშია "ომეგა ჯგუფში" დასაქმებული 1500-მდე ადამიანი. ამ მოვლენებმა გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი შეუერთდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა "ომეგა ჯგუფის" მიმართ თანადგომა გამოხატეს მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე "პატრიოტთა ალიანსის" ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში" - განაცხადა 2018 წელს ნატო ჩხეიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები