ახალი ამბები
ხოვლესა და ატენში ავტოსაგზაო შემთხვევებისას მანქანები გზიდან გადავარდა
დღეს, ორ სოფელში, ხოვლესა და ატენში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ხოვლე-ზემო ხანდაკის გზაზე მომხდარი ფაქტი მსხვერპლით დასრულდა. აქ ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, საგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი, მანქანასთან ერთად, გზიდან ფერდობზე გადავარდა. კასპის შს სამმართველომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო (ავარია, რომელმაც მსხვერპლი გამოიწვია).

რაც შეეხება ატენის შემთხვევას, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რომელი მუხლით დაიწყონ გამოძიება. გასარკვევი აქვთ, მანქანა გზიდან გადავარდნამდე სხვა ავტომობილს ხომ არ შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები