ახალი ამბები
,,ლელოს" წარმომადგენლებმა სოფელ დიცში შეხვედრა გამართეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში მოძრაობა ,,ლელოს" წარმომადგენლებს შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა მისცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შეხვედრების უფლება მოიპოვეს.

2019 წლის შემოდგომიდან გამყოფ ხაზთან ჟურნალისტების შესცვლაც შეზღუდულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის ოფიციალური პოზიციით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილებს საფრთხის შემცველია.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ,,ლელოს" გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო ვახტანგაშვილი ამბობს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომელიც გადალახეს:

,,მაინც შევედით საოკუპაციო ხაზის სოფელ დიცში და შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე დაიძლევა ყველა დაბრკოლება რაც საქართველოს განვითარებას აფერხებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები