ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ქინძათში ახალი სკოლა აშენდება
2020 წლის შემოდგომიდან სოფელ ქინძათში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2,6 მლნ ლარი გამოყო.

ტენდერი 22 ივლისს გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია ერთ თვეში გამოვლინდება. პროექტის მიხედვით, ახალი სკოლა 150 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და Design-Build-ის მეთოდით დაპროექტდება.

ახალ სკოლაში იქნება 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; ასევე, სკოლის ეზოში ჭაბურღილი გაკეთდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები