ახალი ამბები
ივლისში გამყოფ ხაზთან რუსეთის სამხედროებმა 46 პირი დააკავეს
ივლისში გამყოფ ხაზთან რუსეთის სამხედროებმა 46 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხაადებით, დაკავებულთა და დაჯარიმებულთა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია.

კერძოდ, ივნისში დაკავებული იყო 28 ადამიანი.

რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაცაცის, დაკავებულთაგან 14-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 32 ადამიანი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

,,რესპუბლიკიდან" 6 მოქალაქე ჯარიმის გარეშე გააძევეს, 31-ს ჯარიმა დააკისრეს, ხოლო 5 მოქალაქე - გააფრთხილეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები