ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორმა უფლისციხეში 2-წლიანი მუშაობა შეაჯამა
უფლისციხეში, გვირაბის შესასვლელში, გიორგი ხოჯევანიშვილმა 2-წლიანი მუშაობა შეიაჯა. ძირითადად კი, იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ანგარიშის მოსასმენად ძირითადად ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგნელები მიიწვიეს. რელიგიური ორგანიზაციებიდან მხოლოდ საპატრიარქოს წარმომადგნელები, ეპარქიების ხელმძღვანელები მიიწვიეს.  

ანგარიშის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ლია გიგაური, განათლების, მეცნიერიების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, თამარ ქიტიაშვილი და შალვა გოგოლაძე, პარლამენტის დეპუტატები, სასულიერო პირები, სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხაშურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები იგეგმება, ასევე, მიმდინარეობს ხიდისთავი-ატენისა და ძამას ხეობებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შემოდგომით კი გორის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე პირველ ღონისძიებას უმასპინძებს.

2020 წელს 79,7 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი 597 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს.

როგორ რწმუნებულა აღნიშა, დაგეგმილია ატებისა და ძამას ხეობებისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მიენიჭება. შემოდგომით გორის მუნიციპალიტეტს 30 ავტობუსი გადმოეცემა, ავტოპარკის მშენებლობა კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურისა და გიორგი მაზნიაშვილოს სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები