2 აგვისტოს, ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ღია ჩემპიონატი
ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული
ფედერაციის ორგანიზებით „მუშთაიდის ბაღში“ გაიმართა.
შეჯიბრებაში როგორც ვაჟები, ისე ქალები იღებდნენ მონაწილეობას.
გამარჯვებულები 6 კატეგორიაში გამოვლინდნენ.
მენზფიზიკის კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის
მფლობელი გახდა, გორელი სპორტსმენი ივერი კორინთელი. ის
შეჯიბრისთვის 7 თვე ემზადებოდა:
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს გვერდში
დგომისთვის და გამხნევებისთვის. წინ კიდევ ბევრი შეჯიბრია და ვეცდები
არც მომავალში გავუცრუო მათ იმედები“,-ამბობს ივერი კორინთელი.
გამარჯვებული სპორტსმენები 26-27 სექტემბერს საქართველოს ნაკრების
სახელით, საერთაშორისო ტურნირზე GEORGIA GRAND PRIX-ზე მიიღებენ
მონაწილეობას.
სტატიის გამოყენების პირობები