ახალი ამბები
,,კარალეთის ბაღებში" ასფალტს აგებენ - მერია ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს
კარალეთის ბაღებში მისასვლელი გზის მოასფალტება დაიწყება. ამის შესახებ გორის მერიამ 220 000 ლარი გამოყო.

თუ სად მდებარეობს ეს გზა და კონკრეტულად ვის ნაკვეთებამდე დაიგება ასფალტი, შესყიდვების სამსახურის უფროსმა ტარიელ მეტრეველი არ გვითხრა. მან ინფრასტრუქტურის სამსახურისკენ გადაგვამისამართა.

მერიის პრეს-სამსახურის მეშვეობით ზუსტი კოორდინატების დადგენა ვცადეთ, თუმცა მერიის პრეს-სამსახურსაც არ უთხრეს, კონკრეტულად რომელ გზაზეა საუბარი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია, ის გორის ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ია.

ქარტლი.გე-მ დოკუმენტები წერილობით გამოითხოვა.



ფოტოზე: ყოფილი გუბერნატორები კარალეთის ბაღებში

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები