ახალი ამბები
გორში მაღაზიის გაქურდვა სცადეს - ანაბეჭდები შუშაზეც აღმოჩნდა
პოლიცია იმ პირებს ადგენს, ვინც გორში ,,ელვამარკეტის" მაღაციის გაქურდვა სცადეს. შს სამინისტროს თანამშრომლებმა თითის ანაბეჭდს მიაგნეს.

შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. საგამოძიებო სამუშაოები დილის საათებში დასრულდა. მაღაზიის თანამშრომლებს კარი ღია დახვდათ.

მაღაზიის კონაულნტატის თქმით, ქურდებმა ვერ მოახერხეს მაღაზიაში შესვლა:

,,დილით მოვედით მაღაზიაში, კარის გაღება რომ ვცადეთ, არ გაიღო. დაზიანებულია საკეტი, სავარაუდოდ ქვით ცდილობდნენ გაეტეხათ, თუმცა ვერ გატეხეს. კარი ახლაც არ იღება. გამვიძახეთ პოლიცია, აიღეს ანაბეჭდები და კამერის ჩანაწერები. ",- ამბობს კონსულტანტი.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. გამომძიებლებმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები