ახალი ამბები
სტალინის გამზირს სიმბოლურად სახელი გადაარქვეს
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წლისთავზე გორში, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ქუჩას სახელი სიმბოლურად გადაარქვეს და მას ქვეყნის ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი უწოდეს.

სტალინის გამზირზე, ნუმერაციის აბრებთან სახელდახწლოდ დამზადებუბულ სტიკერებს შეხვდებით, სადაც წერია,  რომ ეს მარო მაყაშვილის სახელობის ქუჩაა.

გარდა ამისა, ქუჩებში სხვა შინაარსის სტიკერებიც დატოვეს: სტიკერები სახელწოდებით: ,,კრემლი უნდა დაინგრეს. " თავისუფლების გამზირი", "არჩილ ტატუნაშვილის გამზირი", "ვაჟა ფშაველას გამზირი", "კირიონ მეორის გამზირი", "მარო მაყაშვილის გამზირი".

მეცხრე სკოლის სიახლოვეს სტალინის გამზირს ვაჟა ფშაველას გამზირი უწოდეს.

აქციის ორგანიზატორთა ვინაობა უცნობია, რადგან მოქმედი კანონმდებლობით ისინი მსგავის აქტივობებისთვის შესაძლოა დაჯარიმდნენ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები