ახალი ამბები
გორში მოპედის მძღოლი სიმთვრალის გამო დააჯარიმეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წუხელ მოპედით გორის ქუჩებში მოძრაობდა, დააჯარიმეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არასწორი მანევრებისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გამო, გადამოწმების მიზნით გააჩერეს.  

მოპედის შესაჩერებლად ორი ეკიპაჟი ჩაერთო. ალკოტესტმა დაადასტურა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით დააჯარიმეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები