ახალი ამბები
,,გორიმოლის" უსაფრთხოების სიგნალმა პოლიციელები მზადყოფნაში მოიყვანა
უკვე რამდენიმე შემთხვევაა, რაც ,,გორიმოლის" უსაფრთხოების სიგნალს პოლიციელები მზადყოფნაში მოყავს. წუხელ გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ცუდი არაფერი მომხდარა.

ერთ-ერთი ასეთი განგაშის დროს, ღამით სავაჭრო ცენტრში მამაკაცი ნახეს და დააკავეს. სხვა შემთხვევების დროს, უსაფრთხოების სიგნალის ამოქმედებას ცრუ განგაში უწოდეს.

პოლიციელებმა მაღაზიის მეპატრონე გამოიძახეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ კომპიუტერული ტექნიკის სექციაში არაფერი დაკარგულა. ასევე, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს დაათვალიერებენ.

იხ. ამავე თემაზე:


Print

სტატიის გამოყენების პირობები