ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ნიქოზის ეკლესიაში წირვას ესწრება
აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ნიქოზში ჩავიდა და ამაღლების ტაძარში წირვას ესწრება.

ნიქოზის ეკლესია 2008 წლის აგვისტოში ორჯერ დაიბომბა. წირვას ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მღვდელმსახური მეუფე ისაია ატარებს.

პირველად 8 აგვისტოს, 3 ბომბი ჩამოვარდა. ერთ-ერთი ბომბი ეკლესიის სახურავს მოხვდა, მეორე კი, საეპისკოპოსო რეზიდენციას.

11 აგვისტოს დაიბომბვები გაგრძელდა, მონასტრის ეზოში 30-მდე ჭურვი ჩამოვარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები