ახალი ამბები
პოლიცია გორისკენ მოძრავ ავტომანქანების საბარგულებს ამოწმებს
გორი-ხიდისთავის გზაზე ახალი საგუშაგო გაჩნდა.

ერთ კვირაზე მეტია ქალაქ გორში შესულ ავტომანქანებს ამოწმებენ. პოლიციელების კონტროლი, ძირითადად, ატენი-ხიდისთავი-დოესის მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს ეხება.

გარდა ტვირთებისა, უფლისიციხიდან და ატენიდან დაბრუნებულ მძღოლებს სიმთვრალე-სიფხიზლეზეც ამოწმებენ. ე.წ. ბლოკ-საგუშაგო მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოფელ ატენსა და ხოვლეში ორი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

პოლიცია დეტალებზე საუბრობს.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები