ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მაღაზია გაქურდეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მაღაზიაში, რომელიც სოფლის ცენტრში, რკინიგზის სადგურზე მდებარეობს, ქურდები, შენობის უკანა მხრიდან შევიდნენ.

გამოძიებას ხიდისთავის შს განყოფილება აწარმოებს, რომლის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობაში დაიბარა.

ახალგაზრდებს გამომძიებლებმა უთხრეს, მაღაზიიდან  წაღებულია სიგარეტი ,,პირველი", რომლითაც ისინი არ სარგებლობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები