ახალი ამბები
ცხინვალის რაიონის რამდენიმე სოფელში ხანძარმა საფრთხე დასახლებულ ტერიტორიებს შეუქმნა
ოსური მედიის ცნობით, ფრისის, დმენისის, ტბეთისა და ქალაქ ცხინვალის შემოგარენში ბოლო 3 დღის მანძილზე ხანძარს ებრძოდნენ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლმა საფრთხე დასახლებულ პუნქტებს შეუქმნა, თუმცა ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.

ამავე სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ხანძრის შედეგად, ერთი ხის სახლი დაიწვა. რაც შეეხება სხვა ზარალს, ამის შესახებ ოსურ მედიაში არაფერია ნათქვამი.

ცხინვალელი მეხანძრეები ფიქრობენ, რომ ხანძრის კერებს ცხელი ზაფხული, ასევე, მინვდრებში დაუდევრად გადაყრილი ნარჩენები იწვევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები