ახალი ამბები
ქარელის მერის მხრიდან საჯარო გინების ფაქტზე შსს-მ მოკვლევა შეწყვიტა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა გულიაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და საქმის მოკვლევა შეწყვიტა.

ამის შესახებ qartli.ge-ს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ლექსო მერებაშვილმა აცნობა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალისებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც გინება და ადამიანის შეურაცხყოფა მიზანშეწონილად მიაჩნია.

,,შს სამინისტრომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც, საქმეში დევს ვიდეომტკიცებულება, სადაც კარგად ჩანს და ისმის, თუ როგორ აგინებს დედას ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი." - აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

ლექსო მერებაშვილის თქმით, სამართალდარღვევა, რომელიც ზაზა გულიაშვილმა ჩაიდინა, წვრილამი ხულოგნობაა და 500 დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ქარელის მერმა რუისის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რამდენიმე პირს შეაგინა, რომელიც დაფიქსირებულ იქნა qartli.ge-ს მიერ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები