ახალი ამბები
გორში 17-წლის გოგო მოიტაცეს
გორში 17-წლის გოგო მოიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაცია ,,საფარი" ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს.

,,პოლიცია მშობლებს ეუბნება: "რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო." სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში" - წერს საფარის წარმომადგენელი ბაია პატარაია.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას არასრულწლოვანის მიმართ.

გაგრძელება:

ნფორმაციის გახმაურების შემდეგ გორში გატაცებული გოგონა მშობლებს დააკავშირეს

17-წლის გოგონა, რომლის გატაცების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, იპოვეს


Print

სტატიის გამოყენების პირობები