ახალი ამბები
ინფორმაციის გახმაურების შემდეგ გორში გატაცებული გოგონა მშობლებს დააკავშირეს
მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია ,,საფარის" წევრებმა გორში, არასრულწლოვანი გოგონას გატაცების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელეს, 15 წუთის ინტერვალში, გოგონა მშობლებს დააკავშირეს.

არასრულწლოვანმა მშობლებს განუცხადა, რომ მას სახლში ხვალ, 13 აგვისტოს დააბრუნებენ. ,,საფარის" წევრები აღნიშნავენ, რომ აუცილებელი დროული საგამოძიებო მოქმედებები, რათა გატაცებული გოგონა პოლიციამ დროულად იპოვოს.

,,პოლიციამ დროულად უნდა იმოქმედოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაელოდოს ხვალინდელ დღეს. გატაცება მოხდა გორი-თბილისის ავტომაგისტალის მონაკვეთზე. იმის მაგივრად, რომ პ დროული საგამოძოებო მოქმედებები ჩაეტარებინა, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია. მშობლებს განუცხადეს: რა განერვიულებთ, ოჯახს შექმნიანო. შემდეგ, როდესაც განცხადების დაწერა მოითხოვეს, არც ეს განცხადება ჩაიბარეს განყოფილებაში. გატაცების ფაქტი მოხდა გუშინ, დაახლოებით 19 საათზე. გოგონამ მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ სახლში წაეყვანათ. მშობლები დაახლოებით მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. თუმცა, არასრუწლოვანი გოგონა მაინც გაიტაცეს. " - ამბობს ,,საფარის" წარმომადგენელი თამუნა ლუკავა.

თამუნა ლუკავა მიიჩნევს, რომ პოლიციის ქმედება ხელს უწყობს დანაშაულებრივ ქმედებას, განსაკუთრებით, იმ დროს, როდესაც დიდი ალბათობა არსებობს კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის:

,,პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაოჯახების შექმნის მიზნით, არასრუწლოვნის გატაცების დროს, ადგილი აქვს უფრო მძიმე სახის, სექსუალური სახის დანაშაულს. ამიტომ, საჭიროა, პოლიციამ უნდა იმოქმედოს ეფექტურად, დაადგინოს მანქანის გადაადგილების ტრაექტორია, სატელეფონო ანძების მეშვეობით, ადგილსამყოფელი და ა.შ." - განმართავს თამუნა ლუკავა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას არასრულწლოვანის მიმართ.

გაგრძელება:

17-წლის გოგონა, რომლის გატაცების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, იპოვეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები