ახალი ამბები
17-წლის გოგონა, რომლის გატაცების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, იპოვეს
17-წლის გოგონა, რომლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს, იპოვეს. ამის შესახებ qartli.ge-ს ორგანიზაცია ,,საფარის" წარმომადგენელმა აცნობა.

,,დამიკავშირდნენ ოჯახის წევრები და მაცნობეს, რომ გოგონა იპოვეს. ის ამჟამად პოლიციაში იმყოფება და დაკითხავენ" - გვითხრა ,,საფარის" წარმომადგენელმა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს გამოძიება, ამის შესახებ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც გოგონას გამოკითხვა დასრულდება.

შეგახსენებთ, 17-წლის გოგონას გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ორგანიზაცია ,,საფარს" ოჯახის წევრებმა აცნობეს, რომ დაოჯახების მიზნით, 17-წლის გოგო მოიტაცეს. ქალთა უფლებადამცველები პოლიციის მხრიდან დროულ რეაგირებას და ეფექტურს გამოძიებას ითხოვდნენ.

იხ. ამავე თემაზე

ინფორმაციის გახმაურების შემდეგ გორში გატაცებული გოგონა მშობლებს დააკავშირეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები