ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება - გახარია
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება და საურავების დარიცხვა გადავადდა 2021 წლის მარტამდე - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს და დაახლოებით 30 მილიონი ლარის შეღავათია საგადასახადო კუთხით.

„ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ესაა 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების“,-განაცხადა გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები