დღეს, 12 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის"
თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
წარადგინა.
მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა.
ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
კახა კოჟორიძეა. ის არის იურისტი.
ადვოკატი.; თსუ-ს და GIPA-ს კურსდამთავრებული. სამართლის მაგისტრის
ხარისხი მიიღო ლონდონში უნივერსიტეტში.
ასევე იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს
პრეზიდენტის მრჩეველი.
პაპუნა კობერიძე- გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი.
ინჟინერ-ეკონომისტი, სამართალმცოდნე. ეროვნული მოძრაობის აქტივისტი.
იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გორის საკრებულოს
თავმჯდომარე, არის თვითმმართველობის რეალური დეცენტრალიზაციისთვის
აქტიური მებრძოლი.
სტატიის გამოყენების პირობები