ახალი ამბები
გორის მერს იუბილე რუსეთის დროშით მიულოცეს
გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, 63 წლის იუბილე აქცია-პერფორმანსით მიულოცეს “ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

მერიის შენობის წინ, მათ სიმბოლურად რუსული დროშა დახატეს. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მათი საჩუქარი მერს გაახარებს რადგან ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა და საბჭოთა ნოსტალგია აქვს.

რუსული დროშის მერიის შენობის წინ დახატვის პროცესი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გააპროტესტეს და ხელშეშლა სცადეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები