ახალი ამბები
პანდემიის პერიოდში გორის მერიის ბიუჯეტს 2.2 მლნ ლარი დააკლდა
მუნიციპალიტეტის 2020 წლის II კვარტლის ბიუჯეტი 89%-ით შესრულდა. ამის შესახებ გორის მერიის მიერ შედგენილ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, აპრილში, მაისსა და ივნისში, საგადასახადო, არასაგადასახადო და არაფინანსური აქტივების კლებით მიღებული შემოსულობების შესრულებას დააკლდა 2 მლნ 215 300 ლარი.

გეგმით გათვალისწინებული იყო 20 მლნ 139 800 ლარი, ფაქტიურად მობილიზებულია 17 მლნ 924 500 ლარი.

ანგარიშში მოცემული მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკლსიი გადასახადებშია, კერძოდ გეგმით გათვალისწინებული 18 129,8 ათ. ლარისა, შემოსულია 15 528,2 ათ. ლარი. შესრულებამ შეადგინა 85,6%.

რაც შეეხება სხვა შემოსავლებს (არასაგადასახადო) შემოსულია 2 135,4 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 1 770,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 120,6 %. გეგმის ზევით შემოსულია 365,4 ათ. ლარი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები