ახალი ამბები
ხოვლეში სასმელი წყალი ზოგიერთ უბანში არ მოვიდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სასმელი წყლის ახალი სისტემა გაკეთდა. სსტემაში წყალი 16 აგვისტოს გაუშვეს.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ უბანში, მაგალითად, საჭიდაოსა და გვირილების უბანში, წყალი არ მისულა.

გვირილების უბანში მოსახლეობას აუხსნეს, რომ საჭიროა უბნის მილის მოძებნა და რეზერვუართან დაერთება. რაც შეეხება საჭიდაოს უბანს, წინასწარი ინფორმაციით, აქ შიდა ქსელის მილების პრობლემაა.

15 აგვისტოს სოფლის გამგებელმა, ბაჩო ხუციშვილმა თანასოფლელები გააფრთხილა, რომ სოფლის ცენტრში მდგარი აუვზი უკვე გარეცხეს და მომდევნო დღიდან მილები მწყობრში მოეყვანათ.

16 აგვისტოს სოფლის შიდა ქსელებში წყალი გაუშვეს. ბევრ სახლში წყალი დილის 8 საათზე უკვე მოვიდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები