ახალი ამბები
პროექტი ,,ახალგაზრდების ხმა" მოსწავლეების მონაწილეობით
მეგობრობის ხიდი ქართლოსის პროექტის "Young Georgians vote" ფარგლებში სსიპ ქალაქ გორის N 12 საჯარო სკოლაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნების სიმულაცია, რომელშიც მონაწილეობდა სკოლის სასკოლო კლუბების-სამოქალაქო განათლების და ეკო კლუბის წევრი მოსწავლეები, თვითმართველობის წევრები და მოხალისე მოსწვავლეები.

სიმულაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათ მონაწილეობას არჩევნების პროცესში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების გააზრებას, იმის, გათავისებას რომ ახალგაზრდებს აქვთ მნიშვნელოვანი ,,ხმა" სახელმწიფოში, და პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის უფლება.

ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი  ლელა წურწუმია და გეოგრაფიის მასწავლებელი 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი მარინე ვართუმაშვილი.

პროექტ "Young Georgians vote'' მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ინფორმირებული კენჭისყრის წახალისება, ხალგაზრდების გავლენის გრძნობის გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა პოლიტიკურ დისკუსიებში.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ–ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ "RITA-რეგიონი გარდამავალ პერიოდში" პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი "განათლება დემოკრატიისთვის"

Print

სტატიის გამოყენების პირობები