ახალი ამბები
კასპიცემენტის ქარხნის ადმინისტრაციას მემორანდუმის დარღვევაში ადანაშაულებენ
,,კასპიცემენტის" ადმინისტრაციას, რომლის შენობიდან გასულ სატვირთო მანქანას ფოტო გუშინ ადგილობრივებმა გადაუღეს, მემორანდუმის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ფოტოს ავტორი ამბობს, რომ მემორანდუმის მიხედვით, კასპიცემენტის მანქანებს ღია წესით აღარ უნდა ემოძრავათ.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მემორანდუმში მსგავსი რამ არ წერია: ,,მემორანდუმში წერია რომ ახალი მეთოდით შეიფუთება, არ წერია რომ ღია მანქანით გადატანა პრობლემაა" - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

ამავე მემორანდუმის მიხედვით, ცემენტის ქარხნის ადმინისტრაციამ ალტერნატიული გზა უნდა გამოიყენონ და მანქანებმა ქალაქის ქუჩებში არ უნდა იმოძრაონ. მერიის პრეს-სამსახური ამბობს, რომ ალტერნატიული გზის მოწყობა მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში.
შეგახსენებთ, კასპში, 10 ივლისს ჰაიდელბერგცემენტისა და კასპის მერიის წარმომადგენლები მემორანდუმს გააფორმებს.

მემორანდუმის მიხედვით, ჰაიდელბერგცემენტის მანქანები დასახლებულ პუნქტში აღარ იმოძრავებს. რაც შეეხება იმ ქუჩას, რომელიც სატვირთო მანქანებმა დააზიანა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ფინანსურ ხარჯებს მერიასთან ერთად კასპიცემენტის ქარხნის ადმინისტრაცია გაიღებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები