ახალი ამბები
ზვიად გამსახურდიას პირადი ექიმი დღეს
72-წლის მარიზა ნონიკაშვილი დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მარტო ცხოვრობს. სიარული უჭირს, ვერ გადაადგილდება. მომვლელს, რომელსაც თვეში 50 ლარს უხდის, ყოველდღიურად მისვლა არ უხერხდება.

,,თავის დროზე მერვე საავადმყოფოში ვმუშაობდა, ნერვოპათოლოგად. შემდეგ კუბაში ვიმუშავე 2 წელი. საკუთარი მანქანა მყავდა. დედაჩემი ფილოგოგი იყო, კონსტანტინე გამსახურდიას ასპირანტი იყო, დეიდაჩემი ექიმი იყო, მთელი ტანას ხეობის სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. მე ზვიად გამსახურდიას მმართველოს პერიოდში მისი პირადი ექიმი ვიყავი. ტრავმა მივიღე იმ დროს. სახსრების შემოტევა დამეწყო, დღეს უკვე სიარული მიჭირს. მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. ყველა დამეღუპა ვინც მყავდა, არ დავოჯახებულვარ, დავრჩი მარტო და დღეს ჩემი მეზობლისნაირი ხალხი ასეთ დღეში მაგდებს," - გვითხრა მარიზა ნონიკაშვილმა.

გუშინ ხიდისთავის შს განყოფილების თანამშრომლები გამოიძახა. ამბობს, რომ მეზობელი მის საცხოვრებელი სახლის გარე კედლებს და ღობეებს ანგრევს. საჯარო რეესტრში მისმა მეზობელმა დაიკანონა მიწის ფართობი, რომელზეც მარიზა ნონიკაშვილის სახლი მოყვა.

,,ის ვინც მე სახლს მინგრევს, ყოფილი პოლიციელია. რანაირად დაიკანონა ეს ადგილი, მე წარმოდგენა არ მაქვს. შარშან დეკემბერში გავიგე ამის შესახებ. მე არ შემიძლია მოძრაობა, ვერსად მივდივარ. ვის ვედავო, სად ვედავო. თვითონ სადაც ცხოვრობს, ის დედაჩემის პაპამ დარეგისტრირა, როგორც შვილობილს. ამ სახლში კი დეიდაჩემი ცხოვრობდა." - ამბობს მარიზა ნონიკაშილი.

ხიდისთავის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, როგორც მარიზა ნონიკაშვილი გვეუბნება, სახლის ნგრევის პროცესი შეაჩერა, თუმცა, როდემდე გაგრძელდება ეს, უცნობია.

მარიზა ნონიკაშვილს სოციალური დახმარებაც არა აქვს. ,,დიდი ხანია მომიხსნეს, მიზეზიც არ ვიცი. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, რომ შეაჩეროს ჩემი შევიწროება, თორემ მუხლიჩოქა დავდგები, ისე გავალ გარეთ და გავადგურებ" - ამბობს მარიზა ნონიკაშვილი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები