ახალი ამბები
გორი-კასპის ოლქში ,,ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა
პაპუნა კობერიძემ განაცხადა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში კვლავ ხელს უშლიან. ამის შესახებ გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო:

,,მივმართავ გიორგი ხოჯევანიშვილს და მის ძმას ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, გაგვცენ პასუხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. მიმდინარეობს ზეწოლა, ასევე, საჯარო მოხელეებზე, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ურთიერთობა ოპოზიციური კანდიდატის წარმომადგენლებთან," - განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

ის თვლის, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი დღესაც გუბერნატორის ფუნქციას ითავსებს. ხოლო ძმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ალექსანდრე ხოჯევანიშვილია. პაპუნა კობერიძის აზრით, ძმა ძმას წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარება, ხოლო კონკურენტებს მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს.

პაპუნა კობერიძის განცხადების საპასუხოდ გიორგი ხოჯევანიშვილის შტაბს განცხადება არ გაუვრცელებია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები