ახალი ამბები
ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება 8 000 ლარით იზრდება
საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტების სამკურნალოდ დაწესებული ლიმიტი იზრდება. თითოეული მათგანის დაფინანსება 8 ათასი ლარით იზრდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე ჩაიტაროს.

მთავრობის მეთაურის ცნობით, საქართველოში 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით. რაც შეეხება ახალ პროგრამას, ჯამში ის საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები