მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალში 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მეჯვრისხეველ ხვიჩა
მღებრიშვილს 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ოჯახის
წევრებმა განაცხადეს.
მათი თქმის, უახლოეს 10 დღეში, თუ ხვიჩა მღებრიშვილი არ
გათავისუფლდება, აქციებს დაიწყებენ.
ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს გაუჩინარდა. ოჯახმა 11 ივლისს შეიტყო, რომ
ის დაკავებული იყო. 16 ივლისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების
სამსახურმა ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ხვიჩა მღებრიშვილის
აღიარებითი ჩვენებაა გადაღებული.
მღებრიშვილი, ,,დაკითხვისას" აღნიშნავს, რომ მან ე.წ. საზღვარი
ღამურების დასაჭერად დაარღვია.
სტატიის გამოყენების პირობები