ახალი ამბები
ირაკლი ანთიძე ცხინვალში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი ანთიძე ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. 

ანთიძემ მათ განუცხადა, რომ სახელმწიფო ყველაზე ზომებს მიმართავს, რათა დაკავებული ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ მღებრიშვილს დღეს 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები მღებრიშვილი 2020 წლის 3 ივლისს დააკავეს. დღეს დაკავებიდან 49 დღე გავიდა. მას იზოლატორში ყოფნის ვადა 40 დღის შემდეგ ეწურება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები