ახალი ამბები
კირბალის საძოვრებიდან საქონელი დაიკარგა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში საქონელი დაიკარგა. საუბარია 7 სულ ძროხაზე, რომელიც ნახირიდან სახლში არ დაბრუნდა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა qartli.ge-ს განუცხადეს, რომ ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და პოლიციამაც იცის.

ნახირი საძოვარზე ბალახობდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ ქურდებმა საქონელი სწორედ მინდვრიდან გარეკეს და შემთხვევით არ დაკარგულა. ნახირიდან სოფელში დაბრუნებულმა მწყემსებმა მეპატრონეებს უთხრეს, რომ არ იციან, როგორ გაქრა საქონელი.

,,არც სისხლის კვალი ჩანს, ნადირის შეჭმას რომ დავაბრალოთ, არც ნადირის კვალი, ვვარაუდობთ, რომ მოიპარეს, პოლიციას შევატყობინეთ უკვე 1 კვირაზე მეტია, თუმცა არანირი შედეგი, დღემდე ამბობენ რომ გამოძიება მიმდინარეობს." - გვითხრეს ადგილობრივებმა.

დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან საქონლის დაკარგვით ოჯახებმა მძიმე მატერიალური ზარალი განიცადეს. კირბალელები აქციის გამართვით იმუქრებიან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები