ახალი ამბები
კარალეთის გზაზე ავარია მოხდა
გორი-კარალეთის გზაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

ავტომანქანა გორიდან კარალეთისკენ მოძრაობდა, მიკროავტობუსი კი, - ავტობანიდან კარალეთის გზაზე აპირებდა შესვლას.

მიკროავტობუსში რეხელი ახალგაზრდები ისხდნენ.  დაშავდა 3 ადამიანი.

ორს დაჟეჟილობა შუბლის არეში აღენიშნებოდა, მესამემ კი, - მარცხენა კიდურზე მიიღო დაჟეჟილობა.

ბოლო ერთი თვეა გორი-კარალეთის გზაზე გარეგანათება გამორთულია. რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები