ახალი ამბები
,,ხელისუფლება არჩევნებზე ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანების მობილიზებას გეგმავს" - ბადრი ბასიშვილი
"ქართული ოცნება" რეგიონში არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამისთვის ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანების მობილიზებას გეგმავს.

ამის შესახებ გორი-კასპის ოლქში მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ბასიშვილმა განაცხადა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის შტაბის ხელმძღვანელი და სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატი გორის და კასპის ოლქში არასამთავრობო სექტორს ხვდება.

ბადრი ბასიშვილი გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილებს რეგიონში არსებული ვითარების შესახებ აწვდის დეტალურ ინფორმაციას.

საუბარი შეეხება პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო და კერძო სექტორიდან გათავისუფლებულ ადამიანებს და იმ ბარიერებს, რომელიც ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლაზე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტებისთვის აქვს დაწესებული.

ის მოუწოდებს არასამთავრობოებს უზრუნველყონ არსებული ვითარების მონიტორინგი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები