ახალი ამბები
,,არც ბოლშევიკების და არც მენშევიკების გენერალი" - მაზნიაშვილის გახსენება

 


ღონისძიებამ გენერლის სახლმუზეუმში გადაინაცვლა სადაც სტუმარი, მასპინძელი, მონაწილეები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი იყვნენ შეკრებილი. გენერლის ცხოვრებასა და საბრძოლო მოღვაწეობის შესახებ გაიმართა სამეცნიერო სესია. 

 

ღონისძიებას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრო ირაკლი ოქრუაშვილი ესწრებოდა.


სიტყვით გამოვიდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ილია ზაქარიაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოეტი ვაჟა ოთარშვილი, რომელმაც საკუთარი ლექსი წაიკითხა. პიესიდან „დრო 24 საათი“ მონოლოგი წაიკითხა ლუკა სპანდერაშვილმა, რომელიც გენერლის პროტოტიპს განასახიერებდა.


ღონისძიებაში მონაწილეობდა კასპის მნიციპალიტეტის მამაკაცთა ფოლკლოლური ანსამბლი „მოურავი“, საბრძოლო ხელოვნებით გამორჩეული მებრძოლები „შავფაროსნები“ და კასპელი კარატისტები.


ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კასპის მუნიციპალიტეტი და ა(ა) იპ გიორგი მაზნიაშვილის „ქართული სოფელი“. ღონისძიებას უძღვებოდნენ ა(ა) იპ გიორგი მაზნიაშვილის „ქართული სოფელი“-ს დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები