ახალი ამბები
რუის-ურბნისის ეპარქიაში სოფელ ხეობის დედათა მონასტერს ქონება არ დაურეგისტრირეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში, რუის-ურბნისის ეპარქიას ეკლესიისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსდა.

საპატრიარქო იმ მიწის ნაკვეთებს ითხოვდა, რომელიც ხეობის დედათა მონასტრის გარშემოა. საპატრიარქოს მიერ წარდგენილ ნახაზებში შედიოდა როგორც სასაფლაო, ასევე, კერძო პირებზე, კერძოდ ბერიკაშვილების სახელზე გაფორმებული ნაკვეთები.

სწორედ, ეს გარემოება დაედო საფუძვლად უარს, რომელიც წერილობითი სახით საპატრიარქოს უკვე გაუგზავნეს.

რაც შეეხება სასაფლაოს ტერიტორიას, ქარელის მერიამ საკუთრების რეგისტრაცია მოასწრო და სასაფლაოს დიდი ნაწილი ამჟამად თვითმმართველობის ბალანსზეა.

დედათა მონასტერი სოფელ ხეობის საჯარო სკოლის გვერდით ააშენეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები