ახალი ამბები
გორთან ახლოს მტკვარზე ბრაკონიერი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტზე ბრაკონიერი დააკავეს. ამის შესახებ შს სამინისტროს თანამშრომლებმა დაგვიდასტურეს.

პოლიციელების თქმით, მოქალაქე ელექტროშოკით თევზაობდა.

დაკავებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლით დაიწყო, რაც ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივ განადგურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრაკონიერს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები