ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე ავარია მოხდა
გორში, წმინდაწყალზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ცხინვალის გზატკეცილზე და ჯორბენაძის ქუჩიდან მომავალი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, შეჯახება გზის არდათმობამ გამოიწვია. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.

ჯორბენაძის ქუჩიდან მიმავალ მანქანებს მთავარ გზაზე მოძრაობა სამი მიმართულებით (მარჯვნივ, მარცხნივ და მობრუნება) შეუძლია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები