ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატი მმართველი გუნდიდან დევნილთა დასახლებებს ესტუმრა
გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" გიორგი ხოჯევანიშვილი დევნილთა დასახლებებში ამომრჩეველს შეხვდა.

ის გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებშიც იმყოფებოდა: ხოჯევანიშვილი შავშვებში, წითელუბანში, შავშვებისა და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებლებს გაესაუბრა.

,,ადგილობრივებს გავაცანი ჩემი ინიციატივები და ასევე, მათი საჭიროებების შესახებ მოვისმინე ინფორმაცია. დიდი ხანია არ არის, რაც დევნილთა ჩასახლებებში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული საკითხი დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას უქმნიდა ადგილობრივებს. ასევე, შავშვებში მოწესრიგდა სასმელი წყლის სისტემა." - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები