ახალი ამბები
გორში მამაკაცმა დედას ჯერ ნესვი ესროლა, შემდეგ სცემა - აცხადებს პროკურორი
გორის პროკურატურამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ბრალი ოჯახში ძალადობის მუხლით, წაუყენეს.

პროკურატურის მტკიცებით, ერთ-ერთი სოფელში შუახნის მამაკაცმა დედას ჯერ ნესვი ესროლა, შემდეგ სცემა.

ადვოკატის განცხადებით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. დედას და შვილს კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუვიდათ.

რაც შეეხება ნესვის თემას, მამაკაცმა ის უბრალოდ მოისროლა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მამაკაცის ცოლ-შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები