ახალი ამბები
გორში დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადებაში ედება ბრალი.

მამაკაცს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა. თუ რას წარმოადგენს ეს ,,ახალი ნივთიერება", ამის გასარკვევად გამომძიებლებმა ექსპერტიზა დანიშნეს.

ცნობისათვის ნივთიერებებს, რომლებსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე განსაკუთრებული ზემოქმედების უნარი გააჩნიათ, ფსიქოაქტიური ნივთიერებები ჰქვია.

შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,აქ" ქვეპუნქტით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები