ახალი ამბები
,,სუსმა" შავშვებში მოსახლეობა დააშინა - პაპუნა კობერიძე
,,ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გორის და კასპის ოლქში ამბობს, რომ სუსმა შავშვების მოსახლეობა დააშინა.

პაპუნა კობერიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შავშვებში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობა არ გამოვიდა.

შავშვებში თვეზე მეტია სასმელი წყალი არ არის, როს გაპროტედტებასაც ადგილობრივებთან ერთად “ლელო” გეგმავდა. აქციაზე მხოლოდ ორი ადგილობრივი გამოვიდა.

“სუსმა გუშინ საღამოს ჩამოიარა და მოსახლეობა დააშინა, უთხრეს რომ არ უნდა გამოსულიყვნენ აქციაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლა და დაშინება ხორციელდება”,-აღნიშნა პაპუნა კობერიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები