ახალი ამბები
ქარელი-ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატს მთის სტატუსის მინიჭება მოსთხოვეს
ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი კანდიდატი ზაზა დუგლაძე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მმართველი გუნდის წარმომადგენელს მთის სტატუსის მინიჭების მიზნით დახმარება სთხოვეს.

დუგლაძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აბანოში, კოდაში და საციხურს ესტუმრა.

,,ყველა ეს სოფელი გამყოფი ზოლის მიმდებარედ მდებარეობს. ადგილობრივი მაცხოვრებლების მთავარ პრობლემას სავალი გზა წარმოადგენდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინაროებს. მაცხოვრებლებმა მადლიერება გამოხატეს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 2021 წლისათვის სრულიად დამთავრდება და მათ მიეცემათ მარტივად გადაადგილების საშუალება. " - აღნიშნა დუგლაძემ.

რაც შეეხება მოსახლეობის თხოვნას, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ, დუგლაძე განარტავს, რომ მზად არის არსებული პრობლემის მოგვარებაზე მათთან ერთად იზრუნოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები