ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარად ,,ევროპული საქართველო" ლევან თარხნიშვილს წარადგენს
გორი-კასპის მაჟორიტარად ,,ევროპული საქართველო" ლევან თარხნიშვილს წარადგენს. ამის შესახებ qartli.ge-ს პარტიის წარმომადგენლებმა განუცხადეს. 

პარტიის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლის, კახა ბურჯანაძის თქმით, გორისა და კასპში ოფიციალური წარდგენა 7-8 სექტემბერს გაიმართება.

ლევან თარხნიშვილი დაიბადა 1971 წლის 1-ლ სექტემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სატყეო ინჟინრის სპეციალობით და სწავლა განაგრძო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრაღის ფილიალში სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე.

აღნიშნული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1995 წელს, მიენიჭა ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სოციალური მეცნიერების მაგისტრის წოდება.

2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ღირებულებები – კონცეფცია, კვლევა და ალტერნატიული მიდგომა".

2015-2016 წლებში მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები