ახალი ამბები
გორში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სხვის ბინაში შეიპარა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და ჩხრეკას აწარმოებდა.

ფაქტი გორის პროკურატურის სტაჟიორ გამომძიებელმა ნოდარ სამხარაძემ გამოძია.

პროკურატურის სტაჟიორმა მამაკაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარუდგინა. აღნიშნული მუხლი სხვის მფლობელობაში არსებულ სახლში შესვლას და იქ ჩხრეკის ჩატარებას გულისხმობს.

ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს. აღკვეთის ღონისძიების საკითხი კი მოსამართლე ლევან დარბაიძემ (კორონავირუსის გამო) დისტანციური წესით განიხილა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები