ახალი ამბები
ინალ ჯაბიევი ცხინვალის იზოლატორში მოკლეს
მღელვარება არ ცხრება ცხინვალში. ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი იზოლატორში მოკლეს.

ამის შესახებ განცხადება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურამ გაავრცელა. ჯაბიევთან ერთად დაკავებული იყო კიდევ ორი პიროვნება.

მათ ბრალად ედებოდათ დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის, იგორ ნანიევზე თავდასხმა. რამდენიმე დღის წინ, ნანიევს საკუთარ მანქანაში მიტოვებული სახლიდან ესროლეს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცხინვალის თეატრის მოედანზე ასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

ინალ ჯაბიევი გუშინ 27 აგვისტოს დააკავეს, დღეს კი, - მოკლეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები